Saturday, April 16, 2011

პროექტი

პროექტის სახელწოდება:სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი
            
                2.  პროექტის მთავარი იდეა:სამცხე- ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების გაცნობა-შესწავლა.       
მოსწავლეების დაინტერესება ტურიზმით
                3.  პროექტის აქტუალობა:ლანდშაფტური მრავალფეროვნება და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლე საქართველოს რეალურ შესაძლებლობას აძლევს მომავალში გახდეს განვითარებული ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის კლასიკური ქვეყანა. ამდენად, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის
               4.პროექტის მიზანი:ბავსვები შეისწავლიან მშობლიური მხარის ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს. დაინტერესდებიან ტურიზმით, შეადგენენ ტურისტულ  რუკას, განუვითარდებათ კვლევე-ძიების, ინტერნეტიდან ინფორმაციისმოძიების,დახარისხების უნარ-ჩვევები. გადაიღებენ და მოიძევენ ინტერნეტიდან ფოტომასალას
              5.მოსწავლეთა ასაკი: 16-წელი 
              6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
              7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეაგროვებენ ფოტომასალას და მოიძევენ ინტერნეტიდან ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნავი გეოგრაფიული ობიექტების შესახებ . შეადგენენ სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ რუკას
             8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოაპარატები, კომპიუტერები, სატრანსპორტო საშუალება
             9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):I-აქტივობა:მოსწავლეებისთვის პროექტის თემის (იდეის) გაცნობა. მითითების, კონკრეტული დავალებების მიცემა. პროექტში ჩართულია სამი ჯგუფი.  
            პირველ   ჯგუფს დაევალაჯავახეთის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების შესახებ   ფოტო  მასალისა და ინფორმაციის მოძიება შეგროვება.
             მეორე ჯგუფს დაევალა ბორჯომის რაიონის


(თორის) ისტორიულ ი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ მასალების მოძიება
               მესამე ჯგუფს დაევალა სამცხის(ადიგენის, ახალციხის რაიონების) ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების მონახულება და მათზე ინფორმაციის მოძიება.
            II-აქტივობა:მოსწავლეები უშუალოდ იწყებენ დავალების შესრულებას
            III-აქტივობა:შემდეგ ხდება ყველას მიერ მოძიებული ინფორმაციის, გადაღებული ფოტომასალის დახარისხება, ყველა გეოგრაფიული ობიექტის შესახებ მოკლე ანოტაციების შექმნა
           IV-აქტივობა:არსებული მასალის საფუძველზე უშუალოდ ხდება ტურისტული რუკის შედგენა
           v-აქტივობა:პრეზენტაცია საბოლოო სახით: სამცხე-ჯავახეთის ტურისტული რუკის წარდგენა.
             10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია, გეოგრაფია, ისტი.
             11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარი აფრიამაშვილი